суббота, 30 ноября 2013 г.

მეხუთე დღე

       ვიმუშავეთ მესამე მოდულზე. შემდეგ წარმოვადგინეთ საკუთარი პორტფოლიოები. დავაკვირდით, რამდენად გავდივართ სტანდარტზე. რამდენად გვეხმარება მიმართულების მიმცემი შეკითხვები. გავითვალისწინეთ, კონკრეტულად რომელი აქტივობებით გავდივართ შედეგზე.
       ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს. დავათვალიერეთ სხვადასხვა ფორმის ნიმუში. გავეცანით კონკრეტულ მაგალითებსასევე ვისწავლეთ, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი ნაშრომი.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება მოსწავლეთა ნამუშევრებზე.


воскресенье, 24 ноября 2013 г.

  ტრენინგის მეოთხე დღე

 ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას. განვიხილეთ  დროში გაწერილი შეფასების გეგმის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ:
      შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი თემის ფარგლებში. გადავხედეთ წინა აქტივობას დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენისას. 
უნდა შეგვეძლოს  მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა.
მოვიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეების საჭიროებების განსასაზღვრად:
გადავხედეთ თქვენს ჩანაწერებს მოსწავლეთა მზაობის შეფასების სტრატეგიებთან დაკავშირებით.
ასევე  გადავხედეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისთვის შედგენილ შეფასების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
 სურვილისამებრ, ჩამოვწერეთ დამატებით იდეები შეფასების ფორმების შედგენისთვის. 
        ასევე ყურადღება გავამახვილეთ, რომ თემაზე მუშაობის დაწყებამდე ადეკვატური დრო უნდა დავუთმოთ შეფასების გეგმის შედგენას, რათა ზუსტად გავნსაზღვროთ, როგორ შევაფასებთ მოსწავლეთა საჭიროებებს, მიწოდებული მასალის გაგების ხარისხს, როგორ გავუზიარებთ მოსწავლეებს ინფორმაციას მათი პროგრესის შესახებ და როგორ გავაცნობთ მათ პროექტის მოლოდინებს.
 წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ, რა ტიპის შეფასებით გვსურთ განსაზღვროთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა თემაში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ცნებების გარშემო.
გავეცანით ინფორმაციის შესაგროვებლად საჭირო  მეთოდებს.
  • კითხვარი
  • კვლევა
  • გრაფიკული ორგანაიზერი
  • ვიცი – მინდა ვიცოდე - ვისწავლე
  • T - დიაგრამა
  • გონებრივი იერიში
  • დაწყვილდი-გაუზიარე
  • ორმხრივ ჩანაწერთა დღიური
  • კონკრეტული დავალება (Performance Task)
 ტრენინგის ბოლოს მოვამზადეთ პრეზენტაცია საკუთარი პროექტის გასაცნობად.
ვისწავლეთ ფაელის „ჩაშენება“.
 

суббота, 23 ноября 2013 г.

მესამე დღე

        მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო, რადგან მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია და ვიმუშავეთ პროექტის შედგენაზე. გავეცანით რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარა სამუშაო პროცესის უკეთ წარმართვაში.ასევე გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის თავებს
       პირველ რიგში, გამოვალინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გსურდა. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შესწავლილი საკითხები შევიტანეთ საკუთარ პროექტში.
       გავაანალიზეთ ბლუმის ტაქსონომია და გავეცანით სიახლეებს.
      ვისწავლეთ Googl დრაივში დოკუმენტის ატვირთვა, გაზიარება, კომენტარების გაკეთება.

     და ბოლოს, მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ გიორგობის დღესასწაული. გისურვოთ სიკეთე, სიხარული და ლამაზი სიყვარული თქვენს უახლოეს ადამიანებთან ერთად.

воскресенье, 17 ноября 2013 г.

მეორე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. დავათვალიერეთ და გავეცანით რას ითვალისწინებდა „შინაარსი“ . გავეცანით „რესურსებს“ და ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება პროექტებზე მუშაობისას. ვიმუშავეთ პროექტის იდეების გენერირებაზე.
ასევე ვისწავლეთ ბუკლეტის შედგენა და ვიმუშავეთ ბუკლეტზე.