воскресенье, 24 ноября 2013 г.

  ტრენინგის მეოთხე დღე

 ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას. განვიხილეთ  დროში გაწერილი შეფასების გეგმის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ:
      შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი თემის ფარგლებში. გადავხედეთ წინა აქტივობას დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენისას. 
უნდა შეგვეძლოს  მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა.
მოვიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეების საჭიროებების განსასაზღვრად:
გადავხედეთ თქვენს ჩანაწერებს მოსწავლეთა მზაობის შეფასების სტრატეგიებთან დაკავშირებით.
ასევე  გადავხედეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისთვის შედგენილ შეფასების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
 სურვილისამებრ, ჩამოვწერეთ დამატებით იდეები შეფასების ფორმების შედგენისთვის. 
        ასევე ყურადღება გავამახვილეთ, რომ თემაზე მუშაობის დაწყებამდე ადეკვატური დრო უნდა დავუთმოთ შეფასების გეგმის შედგენას, რათა ზუსტად გავნსაზღვროთ, როგორ შევაფასებთ მოსწავლეთა საჭიროებებს, მიწოდებული მასალის გაგების ხარისხს, როგორ გავუზიარებთ მოსწავლეებს ინფორმაციას მათი პროგრესის შესახებ და როგორ გავაცნობთ მათ პროექტის მოლოდინებს.
 წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ, რა ტიპის შეფასებით გვსურთ განსაზღვროთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა თემაში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ცნებების გარშემო.
გავეცანით ინფორმაციის შესაგროვებლად საჭირო  მეთოდებს.
  • კითხვარი
  • კვლევა
  • გრაფიკული ორგანაიზერი
  • ვიცი – მინდა ვიცოდე - ვისწავლე
  • T - დიაგრამა
  • გონებრივი იერიში
  • დაწყვილდი-გაუზიარე
  • ორმხრივ ჩანაწერთა დღიური
  • კონკრეტული დავალება (Performance Task)
 ტრენინგის ბოლოს მოვამზადეთ პრეზენტაცია საკუთარი პროექტის გასაცნობად.
ვისწავლეთ ფაელის „ჩაშენება“.
 

1 комментарий:

  1. კიდევ ერთხელ აღვიდგინე და შევაჯამე მოსმენილ–შესწავლი, რაშიც თქვენი რეფლექსია კარგად დამეხმარა, მადლობა.

    ОтветитьУдалить