суббота, 23 ноября 2013 г.

მესამე დღე

        მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო, რადგან მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია და ვიმუშავეთ პროექტის შედგენაზე. გავეცანით რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარა სამუშაო პროცესის უკეთ წარმართვაში.ასევე გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის თავებს
       პირველ რიგში, გამოვალინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გსურდა. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შესწავლილი საკითხები შევიტანეთ საკუთარ პროექტში.
       გავაანალიზეთ ბლუმის ტაქსონომია და გავეცანით სიახლეებს.
      ვისწავლეთ Googl დრაივში დოკუმენტის ატვირთვა, გაზიარება, კომენტარების გაკეთება.

     და ბოლოს, მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ გიორგობის დღესასწაული. გისურვოთ სიკეთე, სიხარული და ლამაზი სიყვარული თქვენს უახლოეს ადამიანებთან ერთად.

Комментариев нет:

Отправить комментарий