მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე დაეთმო ნასწავლის შეჯერებასა და საკუთრი ბლოგების
პრეზენტაციებს.
ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ google drive-ში.
ვისწავლეთ საქაღალდეში დამატებისა და ცლილებების შეტანა.
ვისწავლეთ საქაღალდეში დამატებისა და ცლილებების შეტანა.
ამის შემდეგ მოვისმინეთ ბლოგების პრეზენტაცია. შმდეგ შევაჯამეთ კურსი. თითოეული პროექტი ძალზე საინტერესო იყო.
მინდა მადლობა გადავუხადო ინტელის პროექტის ავტორებსა და ჩვენს საყვარელ ტრენერს, ხათუნა ციხელაშვილს, რომელმაც შეძლო ჩვენამდე მოეტანა ის ზღვა მასალა, რომელიც შემოგვთავაზეს პროექტის სულისჩამდგმელებმა.
ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, დავგეგმოთ და განვახორციელოთ საინტერესო და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო
პროექტები.
მერვე დღე
მერვე ტრენინგზე ვისწავლეთ, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.
ასევე გავეცანით როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
ყურადღება გავამახვილეთ კითხვის დასმის
სტრატეგიაზე, რადგან კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში მნიშვნელოვანია მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები.
პროექტის დასრულებისას უნდა გავითვალისწინოთ გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
მერვე დღეც საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий