ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ მეოთხე და მეხუთე მოდულებზე. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა. ასევე გავეცანი როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება.
შევქმენით შაკუთარ პროექტზე მორგებული მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.
განიხილეთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ყველა მოსწავლეს, წარმატებით
შეასრულოს საპროექტო დავალებები შემდეგი პროცედურების გამოყენებით:
- განხორციელებადი მიზნების დასახვა
- დროში გაწერილი გეგმის მართვა და, საჭიროებისამებრ, ცვლილებების შეტანა
- სამუშაოს შესახებ კითხვების მოფიქრება და პასუხების მოძიება
- სხვებთან ერთად პროდუქტიულად მუშაობა
- რეფლექსია და გაუმჯობესების გეგმა
შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.მოსწავლეზე
ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და,
ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და
უნარ-ჩვევები შედის პროექტში
.გავეცანით , როგორ გამოვიყენოთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
შევასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
შევამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
შევზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
მივიღეთ კოლეგებისა უკუკავშირი;
აქ
წარმოდგენილ საბაზისო ცნებებს მომდევნო მოდულებში მოსწავლეზე
ორიენტირებული აქტივობების შექმნისა და განხორციელებისთვის გამოვიყენებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий