მანანა რაზმაძის ბლოგი
вторник, 15 сентября 2015 г.
понедельник, 14 сентября 2015 г.
воскресенье, 22 декабря 2013 г.
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე დაეთმო ნასწავლის შეჯერებასა და საკუთრი ბლოგების
პრეზენტაციებს.
ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ google drive-ში.
ვისწავლეთ საქაღალდეში დამატებისა და ცლილებების შეტანა.
ვისწავლეთ საქაღალდეში დამატებისა და ცლილებების შეტანა.
ამის შემდეგ მოვისმინეთ ბლოგების პრეზენტაცია. შმდეგ შევაჯამეთ კურსი. თითოეული პროექტი ძალზე საინტერესო იყო.
მინდა მადლობა გადავუხადო ინტელის პროექტის ავტორებსა და ჩვენს საყვარელ ტრენერს, ხათუნა ციხელაშვილს, რომელმაც შეძლო ჩვენამდე მოეტანა ის ზღვა მასალა, რომელიც შემოგვთავაზეს პროექტის სულისჩამდგმელებმა.
ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, დავგეგმოთ და განვახორციელოთ საინტერესო და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო
პროექტები.
მერვე დღე
მერვე ტრენინგზე ვისწავლეთ, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.
ასევე გავეცანით როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
ყურადღება გავამახვილეთ კითხვის დასმის
სტრატეგიაზე, რადგან კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში მნიშვნელოვანია მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები.
პროექტის დასრულებისას უნდა გავითვალისწინოთ გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
მერვე დღეც საკმაოდ ნაყოფიერი იყო.пятница, 20 декабря 2013 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ მეოთხე და მეხუთე მოდულებზე. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა. ასევე გავეცანი როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება.
შევქმენით შაკუთარ პროექტზე მორგებული მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.
განიხილეთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ყველა მოსწავლეს, წარმატებით
შეასრულოს საპროექტო დავალებები შემდეგი პროცედურების გამოყენებით:
- განხორციელებადი მიზნების დასახვა
- დროში გაწერილი გეგმის მართვა და, საჭიროებისამებრ, ცვლილებების შეტანა
- სამუშაოს შესახებ კითხვების მოფიქრება და პასუხების მოძიება
- სხვებთან ერთად პროდუქტიულად მუშაობა
- რეფლექსია და გაუმჯობესების გეგმა
შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.მოსწავლეზე
ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და,
ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და
უნარ-ჩვევები შედის პროექტში
.გავეცანით , როგორ გამოვიყენოთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
შევასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
შევამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
შევზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
მივიღეთ კოლეგებისა უკუკავშირი;
აქ
წარმოდგენილ საბაზისო ცნებებს მომდევნო მოდულებში მოსწავლეზე
ორიენტირებული აქტივობების შექმნისა და განხორციელებისთვის გამოვიყენებთ.
суббота, 30 ноября 2013 г.
მეხუთე დღე
ვიმუშავეთ მესამე მოდულზე. შემდეგ წარმოვადგინეთ საკუთარი პორტფოლიოები. დავაკვირდით, რამდენად გავდივართ სტანდარტზე. რამდენად გვეხმარება მიმართულების მიმცემი შეკითხვები. გავითვალისწინეთ, კონკრეტულად რომელი აქტივობებით გავდივართ შედეგზე.
ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს. დავათვალიერეთ სხვადასხვა ფორმის ნიმუში. გავეცანით კონკრეტულ მაგალითებს. ასევე ვისწავლეთ, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი ნაშრომი.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება მოსწავლეთა ნამუშევრებზე.
воскресенье, 24 ноября 2013 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ:
შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი თემის ფარგლებში. გადავხედეთ წინა აქტივობას დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენისას.
უნდა შეგვეძლოს მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა.
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ:
შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი თემის ფარგლებში. გადავხედეთ წინა აქტივობას დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენისას.
უნდა შეგვეძლოს მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა.
მოვიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეების საჭიროებების განსასაზღვრად:
გადავხედეთ თქვენს ჩანაწერებს მოსწავლეთა მზაობის შეფასების სტრატეგიებთან დაკავშირებით.
ასევე გადავხედეთ
მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისთვის შედგენილ შეფასების ნიმუშებს,
რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
სურვილისამებრ, ჩამოვწერეთ დამატებით იდეები შეფასების ფორმების შედგენისთვის.
ასევე ყურადღება გავამახვილეთ, რომ თემაზე
მუშაობის დაწყებამდე ადეკვატური დრო უნდა დავუთმოთ შეფასების გეგმის შედგენას,
რათა ზუსტად გავნსაზღვროთ, როგორ შევაფასებთ მოსწავლეთა საჭიროებებს,
მიწოდებული მასალის გაგების ხარისხს, როგორ გავუზიარებთ მოსწავლეებს
ინფორმაციას მათი პროგრესის შესახებ და როგორ გავაცნობთ მათ პროექტის
მოლოდინებს.
წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ, რა ტიპის შეფასებით გვსურთ განსაზღვროთ
მოსწავლეთა წინარე ცოდნა თემაში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ცნებების
გარშემო.
გავეცანით ინფორმაციის შესაგროვებლად საჭირო მეთოდებს.
- კითხვარი
- კვლევა
- გრაფიკული ორგანაიზერი
- ვიცი – მინდა ვიცოდე - ვისწავლე
- T - დიაგრამა
- გონებრივი იერიში
- დაწყვილდი-გაუზიარე
- ორმხრივ ჩანაწერთა დღიური
- კონკრეტული დავალება (Performance Task)
ტრენინგის ბოლოს მოვამზადეთ პრეზენტაცია საკუთარი პროექტის გასაცნობად.
ვისწავლეთ ფაელის „ჩაშენება“.
Подписаться на:
Сообщения (Atom)